Wednesday, December 12, 2012
ანსამბლები
ბასიანი
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე.
გამოცემული აქვს სამი დისკი.
ალილო
ანსამბლი შეიქმნა ცნობილი ქართველი მომღერლის, ”ქართული ხმების” სოლისტის, გურამ თამაზაშვილის მიერ ქ.თბილისში, 2003 წელს. (მანამდე ცნობილი იყო როგორც ”ზარები”). ”ალილო”-ს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გამოცემული აქვს სიმღერების ერთი კრებული.
ლაზარე
დაარსდა 2001 წელს. წევრები: ზურაბ ტარტარაშვილი (ანსამბლის ხელმძღვანელი), ემზარ სუყაშვილი ("ქართული ფოლკლორული ჯგუფის" ხელმძღვანელი), გია და ჯუმბერ ყულოშვილები, გიორგი და შიო ოთარაშვილები, აკაკი თაგოშვილი, ილია ქიტიაშვილი, კახი კუჭოშვილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში საინგილოში (კახის რაიონი) შეიქმნა ანსამბლი "შვიდკაცა". ენთუზიაზმს შეტოვებული ანსამბლი დროთა განმავლობაში გაიყო. ძველი თაობის ერთმა ნაწილმა მომდევნო თაობისგან მიიღო შევსება, დაარსდა ანსამბლი "ლაზარე".
Labels:
ანსამბლები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment